გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში

გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა 2020 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ვითარდება. ის შეიცავს 1817 წლიდან შვაბიიდან დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ემიგრირებული კოლონისტების შესახებ არსებულ ბიოგრაფიულ და ისტორიულ მონაცემებს. მათ აქ 6 გერმანული კოლონია დააარსეს: მარიენფელდი (სართიჭალაში, თბილისის სიახლოვეს), ნოი- ტიფლისი (კუკია, თბილისში), ალექსანდერსდორფი (დიდუბე, თბილისში), პეტერსდორფი (სართიჭალის სიახლოვეს), ელიზაბეტთალი (დღევანდელი ასურეთი) და კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი). გამოყენებულ იქნა არა მხოლოდ გერმანულენოვანი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნული არიქივდან, არამედ რუსული და ქართული სხვა წყაროებიც, მაგალითად, სამშობლოს წიგნები, პირადი ფოტოები, წერილები და სხვ. ჩვენი საკვლევი თემა იყო კოლონია კატარინენფელდი. სხვა კოლონიების გამოკვლევები და ბიოგრაფიული მონაცემები სამომავლოდ დაემატება. ჩვენი კვლევითი პროექტი მოიცავს 1817- 1941 წლებს.

ისტორიული ფონი

1817 წლიდან საკმაოდ ბევრი გერმანელი ჩამოსახლდა საქართველოში. საქართველო მათთვის ახალი სამშობლო გახდა. მათ ააშენეს საკუთარი სახლები, მიირეს მიწები. ძირითადად მისდევდნენ მიწათმოქმედებას. კოლონისტები ცხოვრობდნენ როგორც ქართველები. თუმცა დეპორტაციის შემდეგ (1941 წელი) საკმაოდ ცოტა გერმანელი დარჩა საქართველოში. აღნიშნული მონაცემთა ბაზისთვის მნიშნელოვანია კოლონისტებს შორის სოციალური კავშირების ანალიზი და პროსოპოგრაფიული მონაცემების წარმოჩენა.

მეთოდოლოგია

ჩვენი კვლევის მეთოდოლოგია ეყრდნობა პროსოპოგრაფიას. გერმანულენოვანი (Kurrentschrift) ორიგინალი საარქივო წყაროების ტრანსკრიბირებისთვის გამოყენებულია ონლაინ პლათფორმა - ტრანსკრიბუსი (Transkribus). ჩვენი მიზანი იყო გერმანელი კოლონისტების შესახებ არსებული პროსოპოგრაფიული მონაცემები ძიებადი და ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ერთის მხრივ სამშობლოს წიგნები და საარქივო მასალები, ხოლო მეორესმხრივ მათი ტექნიკური დამუშავება, თარგმნა და ბაზის გამართვა იყო მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ბაზა ხელმისაწვდომია ქართულ და გერმანულ ენებზე. პირების ძიება ხდება ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით (მაგ.: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი და ა.შ.) ან ფაქტის ტიპების მიხედვით (მაგ.: განათლება, პოზიცია, დეპორტაცია და ა.შ.).

ციტირება

ყველა დაინტერესებულმა პირმა, ვინც აღნიშნულ ბაზაში არსებული მასალის გამოყენებას გადაწყვეტს, აუცილებელია დაიცვას ციტირების არსებული სტანდარტი:

ზოგადი მითითება:

გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. [https://germancolonists.iliauni.edu.ge]; წვდომის თარიღი: ----/--/--.

პირების და ფაქტების ციტირება

მონაცემთა ბაზაში არსებულ ყველა პირს და ფაქტს ახლავს ავტომატურად გენერირებადი ინფორმაცია და ციტირების ფორმატი. შესაბამისად, ციტირებისას საჭიროა გამოყენებულ იქნას ის ინფორმაცია, რომელიც პირების და ფაქტების შესაბამის ბმულებზეა მოცემული.

მაგალითად, პირის მითითება: გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირი 3 [https://germancolonists.iliauni.edu.ge/people/3]; წვდომის თარიღი: ----/--/--.

ფაქტის მითითება: . გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაქტი 10 [https://germancolonists.iliauni.edu.ge/facts/10]; წვდომის თარიღი: ----/--/--.



პროექტის გუნდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფ. ოლივერ რაისნერი
ლალი კახიძე
დავით ჯიშკარიანი
სებასტიან მინკნერი

ზიგენის უნივერსიტეტი
პროფ. რაფაელა ავერკორნი
სტეფანი ზიდეკ-შთრუნქი
ლუკას პეტერსი
მარი შიობელი
ფელიქს ლოდერმაიერი


მადლობა

პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ზიგენის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (BKM-ის ფინანსური მხარდაჭერით).


კონტაქტი

ელ-ფოსტა: germancolonists@iliauni.edu.ge