ქრისტიანს ჰქონდა სასურსათო მაღაზია და საკანცელარიო საქონლის მაღაზია. თბილისში ღვინის ბიზნესსაც აწარმოებდა თავის სიძესთან, გეორგ შიოსლერთან ერთად. მოგვიანებით იგი შემოიფარგლა ობერე გასეს (ზედა ქუჩის) მაღაზიით კატარინენფელდში. ჰანსიორგ ვალკერი ქრისტიანთან იყო დასაქმებული როგორც შეგირდი. ვინაიდან ქრისტიანის ვაჟები არ იყვნენ ვაჭრობის პროფესიისკენ მიდრეკილი, ქრისტიანმა ღვინით ვაჭრობა პარტნიორს და სიძეს დაუტოვა, ხოლო ფერმა თავის ვაჟებს გადასცა.

ტიპი: მფლობელობა

ციტირება: გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაქტი 186 [https://germancolonists.iliauni.edu.ge/facts/186]; წვდომის თარიღი: 2026-07-28