სოფი ყოველთვის აგროვებდა მინდვრიდან სხვადასხვა ბალახს, აშრობდა და ზამთარში წვნიანს ამზადებდა. ამით მან ოჯახი გადაარჩინა. როდესაც მისი ქალიშვილის ქმარი პოლ შმიდტი ომის შემდეგ დაბრუნდა, ცოტათი აღშფოთებული იყო, რომ დედა ბავშვებს ბალახით კვებავდა. დაუფიქრებლად აიღო მან ტომარა გამხმარი ბალახით და მწვანილებით და გადაყარა ყველაფერი, რაც მოგვიანებით, როცა დაფიქრდა, ძალიან განიცადა, რადგან ამით დიდი შეურაცხყოფა მიაყენა სიდედრს..

ტიპი: სამხედრო სამსახური

ციტირება: გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაქტი 192 [https://germancolonists.iliauni.edu.ge/facts/192]; წვდომის თარიღი: 2026-07-28