1924-1928 წლებში ლუქსემბურგის რაიონულ ცენტრს (გერმანული კოლონია კატარინენფელდი) სჭირდებოდა საავადმყოფო. იმის გამო, რომ საბჭოთა მთავრობას მისი ასაშენებელი ფული არ ჰქონდა, ამ მიზნისთვის შესაფერის სახლს ეძებდნენ. არჩევანი შეჩერდა სახლზე, რომელიც გოტლობ ჰუთენლოხერს ეკუთვნოდა. ამიტომ მთავრობამ დაიწყო სხვა სახლის ძიება მისი ოჯახისთვის. ქუჩის გასწვრივ დიაგონალზე ორი მოხუცი ცხოვრობდა ერთ სახლში (ან უკვე გარდაცვლილი იყვნენ ამ პერიოდისთვის) და გოტლობ ჰუთენლოხერი იქ გადაიყვანეს.

წელი: 1924
ტიპი: ღონისძიება
ადგილი: კატარინენფელდი

ციტირება: გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაქტი 575 [https://germancolonists.iliauni.edu.ge/facts/575]; წვდომის თარიღი: 2026-07-28