გერჰარდი მრავალი წლის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის აღმოაჩინეს სტუდენტებმა, რომლებიც ზაფხულის არდადეგების დროს კოლმეურნეობებში მუშაობდნენ. მას 20 წლის განმავლობაში ყაზახურ კოლხოზში (კოლმეურნეობაში) ამყოფებდნენ და მის ექსპლუატაციას ახორციელებდნენ. ნათესავების ენერგიული ჩარევის შემდეგ გერჰარდი დედას დაუბრუნეს. 10 წელი იცხოვრა ოჯახთან ერთად, მცირე ხნით მუშაობდა ქარხანაში, აქ ავარიის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, ოჯახი დატოვა და მას შემდეგ დაკარგულად ითვლება. ვინმე ბ-ნი ედგარ შმიდტი მანქანით გაემგზავრა კოლმეურნეობაში, რათა მიეღო ფული გერჰარდის მიერ შესრულებული 20 წლის მუშაობისთვის. მოგვიანებით ის100 მანეთით დააჯილდოვეს.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ციტირება: გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაქტი 167 [https://germancolonists.iliauni.edu.ge/facts/167]; წვდომის თარიღი: 2026-07-28