ერნსტ დიტერლეს და ბერტა ბეცის შვილებიდან ბევრი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა და სრულწლოვანებას ვერ მიაღწია. მათ მესამე და მეოთხე შვილს ორივეს ერქვა ჰანნა. მესამე შვილი 1911 წელს გარდაიცვალა. დაუდგენელია, ორივე შვილს ერთი და იგივე სახელი დაარქვეს თუ წყაროშია შეცდომა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ციტირება: გერმანელი კოლონისტების პროსოპოგრაფია საქართველოში - მონაცემთა ბაზა. (თბილისი, 2020). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაქტი 58 [https://germancolonists.iliauni.edu.ge/facts/58]; წვდომის თარიღი: 2026-07-28